Belive

გრემიოს U16-ის ვაჟთა გუნდმა ბრაზილიის ქალთა ნაკრები გაანადგურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ქალთა ნაკრებმა 2021 წლის ზაფხულში ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პროცესში, "სელესაო" ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, "გრემიოს" 16-წლამდე ვაჟთა გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:6 დამარცხდა. ეს საინტერესო მატჩი ბრაზილიის ქალაქ ვიამაუში გაიმართა. გუნდებმა ორი 30 წუთიანი ტაიმი ითამაშეს. შეხვედრაში მონაწილეობა თვით მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა და მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო რეკორდსმენმა გოლეადორმა მარტამაც მიიღო. მატჩის დასასრულს, ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პია სუნდჰაგემ, კომენტარი გააკეთა.
"ეს მატჩი რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს იყო გამოცდა სისწრაფეში, რადგან ვაჟა გუნდი მოედანზე ძალიან სწრაფად გადაადგილდება. ასევე, ჩვენ საშუალება მოგვეცა, ფეხბურთელებს ინდივიდუალურად დავკვირვებოდით. მათ ერთი-ერთზე თამაში არაერთხელ მოუწიათ და საინტერესო იყო, თუ რამდენად კარგად გაართმევდნენ ისინი თავს სიტუაციას", - აღნიშნა შვედმა სპეციალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ 18 იანვარს, ბრაზილიის ქალთა ნაკრებს "გრემიოს" გოგონათა გუნდიც დაუპირისპირდება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქალთა ნაკრებმა ახალგაზრდულ გუნდთან დამარცხდა - 2017 წელს, მსოფლიოს რეკორდსმენმა და ოთხგზის ჩემპიონმა, აშშ-ის ეროვნულმა ნაკრები, საფეხბურთო კლუბ "დალასის" 15-წლამდე მამაკაცთა გუნდთან ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

სხვა სტატიები