Belive

გრიგალავა არსენალში რჩება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელი, გია გრიგალავა ტულის "არსენალში" კიდევ 2 წლით რჩება. 29 წლის ფეხბურთელმა "არსენალის" მაისური 2017 წელს მოირგო. კლუბის შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. "არსენალმა" ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და ქართველმა მცველმა თავისი წვლილი შეიტანა. გია გრიგალავა ამპლუით მარცხენა მცველია, თუმცა კლუბის შემადგენლობაში, ბოლო პერიოდში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გრიგალავა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

ასევე იხილეთ: ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა

სხვა სტატიები