Belive

გრიგალავა მძიმე ტრავმას გადაურჩა - ეჭვი ნეკნის მოტეხილობაზე ჰქონდათ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში გია გრიგალავამ ტრავმა მიიღო, როს გამოც ის 33-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი "ლოკომოტოვის" ფეხბურთელის უხეშობის შემდეგ დიდ ტკივილს განიცდიდა, მსაჯმა მოსკოველებს გაფრთხილება არ მისცა. ტულას "არსენალში" ეჭვი ჰქონდათ, რომ გიამ ნეკნები მოიტეხა, მაგრამ დიაგნოსტიკის შემდეგ მათი ვარაუდი არ გამართლდა.
"ლოკომოტივთან" მატჩში გია გრიგალავ მძიმე დარტყმა მიიღო. თამაშის შემდეგ, სამედიცინო შემოწმებამ მკერდის უჯრედების დაზიანება აჩვენა. ძვლის ან შინაგანი ორგანოების ტრავმა არ დადგინდა," - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები