Belive

გრილიშისა და მანჩესტერის გზები კვლავ გადაიკვეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პანდემიის პერიოდში სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა სტატიები ჯეკ გრილიშის შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერ იუნაიტედში", რომელიც საბოლოოდ არ რეალიზდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად "ასტონ ვილას" ფეხბურთელისა და მანჩესტერული კლუბის გზები კვლავ გადაიკვეთა. როგორც ჩანს "წითელი ეშმაკები" დანებებას არ აპირებენ. "ასტონ ვილა" გრილიშის სატრანსფერო ღირებულებლად 105 მილიონ დოლარს ასახელებს, რაც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო იმისა, რომ მანჩესტერელებმა გრილიშის შეძენაზე უარი განაცხადეს. Daily Mail-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ "ასტონ ვილასთან" ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე მოლაპარაკებაში სერხიო რომერო ჩართოს, რომელიც შესაძლოა მათთვის სასურველი ფეხბურთელიც აღმოჩნდეს და თავად მანჩესტერელებს კი ტრანსფერის ღირებულებას შეუმცირებს.

სხვა სტატიები