მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ რაჰიმ სტერლინგი და ჯეკ გრილიში გააკრიტიკა ამ უკანასკნელმა როი კინის ბრალდებას უპასუხა. EURO 2020-ის დრამატულ ფინალში, იტალიამ ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა – ჯიჯი დონარუმამ ბუკაიო საკას მიერ დარტყმული გადამწყვეტი პენალტი მოიგერია.
მატჩის დასრულების შემდეგ, როი კინმა აღნიშნა, რომ რაჰიმ სტერლინგსა და ჯეკ გრილიშს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აეღოთ და საკას ნაცვლად თერთმეტმეტრიანი რომელიმე მათგანს შეესრულებინა.
Roy Keane has just laid into Raheem Sterling and Jack Grealish for letting Saka take that decisive fifth penalty 👀 #EURO2020 pic.twitter.com/kECAh1FMEQ
— Balls.ie (@ballsdotie) July 11, 2021
გრილიშმა თავდაცვა გადაწყვიტა და კინის კრიტიკას უპასუხა. “ასტონ ვილასა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება სურდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მას დარტყმის საშუალება არ მისცა.
“დარტყმის სურვილი გამოვთქვი. მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, თუ ვის უნდა შეესრულებინა პენალტები. ვფიქრობ, საუთგეიტმა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, ისევე, როგორც EURO 2020-ის სხვა მატჩებში. მიუხედავად ყველაფრისა, არ მივცემ ადამიანებს იმის თქმის საშუალებას, რომ პენალტის დარტყმას თავი ავარიდე.”, – აღნიშნა ჯეკ გრილიშმა.
I said I wanted to take one!!!!
The gaffer has made so many right decisions through this tournament and he did tonight! But I won’t have people say that I didn’t want to take a peno when I said I will… https://t.co/3mBpKyMoUV— Jack Grealish (@JackGrealish) July 12, 2021