Belive

გრილიშს სიტი ყიდულობს | კოლოსალური თანხა "ასტონ ვილას" ფეხბურთელის სანაცვლოდ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფაზაშია - აქტიურია სატრანსფერო პერიოდი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჯეკ გრილიშს, რომლის შეძენითაც ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება. უცხოურ მედიაგამოცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ "სიტი" არამხოლოდ ინტერესდება, არამედ მზადაა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა - 100 მილიონი სტერლინგი გადაიხადოს, რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან დიდი თანხაა გრილიშის სანაცვლოდ, შესაბამისად ფეხბურთის მცოდნეების მხრიდან ტრანსფერს დიდი გამოხმაურება აქვს. გასულ ზაფხულს "ასტონ ვილას" ფეხბურთელის გადაბირებით კიდევ ერთი მანჩესტერული კლუბი - "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, რის გამოც ფეხბურთელმა "ასტონ ვილასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურება. ამრიგად, შესაძლოა 2021 წლის ზაფხული გამორჩეული იყოს იმ მხრივ, რომ გრილიშის ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში ღირებულების კუთხით რეკორდული აღმოჩნდეს, აქამდე ეს რეკორდი პოგბას უკავშირდებოდა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 89 მილიონ გირვანქად შეიძინა.

სხვა სტატიები