Belive

გრინვუდზე, ვინიციუსზე, ჰადსონ-ოდოიზე და სხვებზე წინ - ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში მეშვიდეა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური გამოცემა footballcritic-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა. პლანეტის 21-წლამდე უნიჭიერეს მოთამაშეებს შორის, ყაზანის "რუბინის" 20 წლის მარცხენაფლანგელი მეშვიდე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც უესლი ფოფანა, დომინიკ შობოშლაი, რაიან სესენიონი, ედუარდო კამავინგა, ვინიციუს ჯუნიორი, მეისონ გრინვუდი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, ბუკაიო საკა, ბრანდონ უილიამსი და სხვები არიან. ქართველ ფეხბურთელს 81 ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზე ამ მონაცემების დამსახურებით იმყოფება, მასზე წინ მხოლოდ ერლინგ ჰოლანდი, ალფონსო დევისი, ფილ ფოდენი, ერიკ გარსია, ჯიო რეინა და ანსუ ფატი არიან. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე “რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მან 2021 წელს ეროვნული გუნდის ორ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ევროპული გამოცემები მას ტოპ ჩემპიონატების სხვადასხვა გრანდს, მათ შორის "მილანს", ტურინის "იუვენტუსს", "ლიდს იუნაიტედს" და "სევილიას" უკავშირებენ.

მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდების ათეული ასე გამოიყურება:

სხვა სტატიები