Belive

სამეულში უნდა ვიყო - გრიზმანი ამბიციურ განცხადებას ავრცელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ანტუან გრიზმანი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება. მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგ შემტევს მართლაც რომ გამორჩეული სეზონი ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე გრიზმანი თვლის, რომ "ოქროს ბურთისათვის" მებრძოლ მთავარ სამეულში, მისი ადგილი აუცილებლად მოიძებნება. "ოქროს ბურთის" მოპოვებასთან, გრიზმანი ყველაზე ახლოს 2016 წელს იყო, თუმცა ფრანგმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის კონკურენცია ვერ დასძლია და მხოლოდ მე-3 ადგილს დასჯერდა. "ჯილდოსათვის მებრძოლ მთავარ სამეულში აუცილებლად უნდა ვიყო. "ოქროს ბურთის" მოპოვებასთან 2016 წელს ახლოს ვიყავი. 2 წლის წინ ორი ფინალი წავაგე, წელს კი სამი ტიტულის მფლობელი გავხდი", აღნიშნა ანტუან გრიზმანმა.

სხვა სტატიები