Belive

გრიზმანი: "ჩემსა და მესის შორის ხდება ის, რაც მბაპესთან ხდებოდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს იმედი აქვს, რომ კატალონიური კლუბის კაპიტან ლიონელ მესისთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. "ლეოსთან ჩემი ურთიერთობა იმ ურთიერთობის მსგავსია, რომელიც თავდაპირველად მე და მბაპეს გვქონდა. მე და კილიანს პრობლემები გვქონდა და მათ გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდა. ასე იქნება მესის შემთხვევაშიც", - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ლიდერი. გრიზმანი "ბლაუგრანაში" 2019 წლის ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. სატრანსფერო თანხის ოდენობამ 120 მილიონი ევრო შეადგინა. წინა სეზონში 29 წლის შემტევმა მონაწილეობა მიიღო 48 შეხვედრაში, 15 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები