Belive

გრიზმანი: "მბაპე მანჩესტერში მოთამაშე რონალდუს მაგონებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის განცხადებით, მის თანაგუნდელს, კილიან მბაპეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გრიზმანს "პსჟ-ს" თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე რონალდუს აგონებს. "მპაბე შესანიშნავი მოთამაშეა - იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე რონალდუს მაგონებს - თამაშობს ფლანგზე, შესანიშნავად ფლობს ბურთს და გააქვს ბევრი გოლი. ჩემი აზრით, კილიანი გოლების გატანას რონალდუს დონეზე შეძლებს, თუმცა გოლის გატანაზე უფრო მეტი უნდა იფიქროს - მბაპე ხომ მხოლოდ მეტოქის კარზე არ არის ორიენტირებული". "ვარჯიშის დროს მბაპეს გოლი თითქმის არასდროს არ გააქვს და დარწმუნებული ვარ, თუკი ამ საკითხზე ყურადღებას გაამახვილებს, მბაპესგან ნამდვილ გოლეადორს მივიღებთ", - აღნიშნა გრიზმანმა France Football-თან საუბრისას.

სხვა სტატიები