Belive

გრიზმანი: "მესის და რონალდუს დონეზე ვარ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. გრიზმანის მტკიცებით, იგი ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონის ვარსკვლავია. FIFA-ს ეგიდით, საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად გრიზმანი ვერ იბრძოლებს, თუმცა 27 წლის ფრანგი შემტევი იმედოვნებს, რომ "ოქროს ბურთის" მოპოვებას შეძლებს. "ოქროს ბურთის" მფლობელს ჟურნალისტები გამოავლენენ - გრიზმანი კი მიიჩნევს, რომ უპრესტიჟულესი ჯილდო მას ეკუთვნის. "მიმაჩნია, რომ "ოქროს ბურთი" გაცილებით უფრო პრესტიჟულია, ვიდრე FIFA-ს ეგიდით წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი და კილიან მბაპე სხვა ტიპის ვარსკვლავები არიან. არაა აუცილებელი უამრავი გოლის გატანა, რათა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვო." "მიმაჩნია, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი ვარ. კიდევ უფრო უნდა მოვუმატო და ტიტულების მოპოვება განვაგრძო", აღნიშნა ანტუან გრიზმანმა.    

სხვა სტატიები