Belive

გრიზმანი: ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში ატლეტიკოს ლეგენდა გავხდები

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის განცხადებით, მას მადრიდული გუნდის ისტორიის შექმნა შეუძლია - დღემდე ოქროს ბურთი "ატლეტიკოს" არცერთ ფეხბურთელს არ მოუგია და გრიზმანის აზრით, მას მესი-რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონიის დასრულება შეუძლია. ესპანურ Marca-სთან საუბრისას, გრიზმანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ და ჩემი თავისგან ყოველთვის მეტს მოვითხოვ. "ატლეტიკოს" ისტორიაში შესვლა ჩემი ოცნებაა და ოქროს ბურთის მოგება სწორედ ამაში დამეხმარება", - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა. ოქროს ბურთის მოგების მთავარ პრეტენდენტად, მიმდინარე წელს, ხორვატი ლუკა მოდრიჩი ითვლება, რომელმაც მადრიდის "რეალთან" და ხორვატიის ნაკრებთან ერთად შესანიშნავი შედეგს მიაღწია - მოდრიჩი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია. ასევე, ხორვატი ნახევარმცველი, FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელია.    

სხვა სტატიები