Belive

გრიზმანი ოქროს ბურთზე ოცნებობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრებისა და "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის განცხადებით, იგი ოქროს ბურთის მოგებაზე ოცნებობს, 27 წლის თავდამსხმელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წელსაც არის ნომინირებული, თუმცა დიდი ალბათობით, რომ მიმდინარე წელს ოცნების ახდენას ვერ შეძლებს. "დაუფარავად შემიძლია ვთქვა, რომ ოქროს ბურთის მოგება ჩემი ოცნებაა. ასევე მინდა რომ მყავდეს 3 შვილი. ასეთი ოცნებები მუდმივად გაძლევს წინსვლის სურვილს, ეს ჩემი მოტივაციის წყაროა", - განაცხადა მან. მიმდინარე წელს, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალისა" და ხორვაციის ნაკრების ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩია. "ინდივიდუალურ დონეზე, ოქროს ბურთი საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს", - ამბობს გრიზმანი. გრიზმანს "ატლეტიკოში" დღემდე 223 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 116 გოლის გატანა და 43 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები