Belive

გრიზმანი - ყველაფერი გვაკლდა, სირბილის სურვილიც კი არ გვქონია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "ბარსელონა" "იუვენტუსთან" 0:3 დამარცხდა. "კამპ ნოუზე" განცდილი მარცხის შემდეგ, ანტუან გრიზმანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კატალონიური გრანდის ფეხბურთელებს სირბილის სურვილიც კი არ ქონდათ. "პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ყველაფერი გვაკლდა - მონდომება, გამარჯვების წყურვილი, სირბილის სურვილიც კი არ გვქონია. ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე უკვე სამ ბურთიანი უპირატესობით გვამარცხებდა. ეს იყო საშინელი დღე და საშინელი თამაში. მოედანზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით და მარცხში ვინ შეიძლება დავადანაშაულოთ? თავდაუზოგავად უნდა ვიმუშავოთ, ვიშრომოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას. თავის მართლების დრო არაა. მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით შევძლებთ ამ მარცხის წარსულში დატოვებას. ფანების წინაშე თავი საშინლად წარმოვაჩინეთ", - აღნიშნა ანტუან გრიზმანმა.

სხვა სტატიები