Belive

გრიზმანი: „თუ ბექჰემი მოინდომებს ჩემს ყოფნას მაიამიში, მე წავალ!“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) საკუთარი კლუბი დააარსა სახელად - „ინტერ მაიამი“ - სრული სახელი კი ასე გამოიყურება - “Club Internacional de Fútbol Miami”. უცხოურ პრესასთან ინტერვიუში საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ კარიერის ამერიკაში დასრულებას არ გამორიცხავს. ანტუან გრიზმანი L'Equipe-თან ინტერვიუში: „თუ ბექჰემი მოინდომებს ჩემს ყოფნას მაიამიში, მე წავალ!“ დევიდ ბექჰემის კლუბი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში გამოსვლას 2020 წლიდან დაიწყებს.

სხვა სტატიები