Belive

გრიზმანი: "უმცირესობების უფლებებს დავიცავ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა განცხადება გააკეთა, სადაც უმცირესობებს შეეხო და მათ დაცვას დაჰპირდა. გრიზმანი მიესალმება კამპანიის წამოწყებას უმცირესობების უფლებების დასაცავად.
"მივესალმები მატჩების შეჩერებას ჰომოფობიური ან რასისტული შეძახილების გამო. თუ ჩვენ შეხვედრებს გავაჩერებთ, ხალხს ეს არ მოეწონება და ისინი აღარ დაჩაგრავენ უმცირესობებს. მე როგორც ფეხბურთელს მატჩის შეწყვეტა შეიძლება არ მომწონდეს და გამოსავალი არ იყოს, მაგრამ საჭიროა, რომ უმცირესობების უფლებები დაცული იყოს. მე აუცილებლად დავიცავ მათ უფლებებს, თუ ამის საჭიროება იქნება" - განაცხადა ანტუან გრიზმანმა.

სხვა სტატიები