Belive

გრიზმანი: "ვის წინააღმდეგაც მითამაშია, დე იონგი საუკეთესოა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ვარსკვლავი ანტუან გრიზმანი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია, არა ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ, არამედ "ბარსელონას" ახლად შეძენილი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგია.
"საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც მოედანზე შევხვედრივარ დე იონგია. მე მის წინააღმდეგ პრესინგის თამაშს ვცდილობდი, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელი. ის ყველა რთული სიტუაციიდან მარტივად გამოძვრა" - განაცხადა ანტუან გრიზმანმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გრიზმანს ისეთი ფეხბურთელების წინაშე აქვს ნათამაშები, როგორებიც ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა, ხავი, მოდრიჩი და სხვა ვარსკვლავები არიან. ფრენკი დე იონგი "ბარსელონამ" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "აიაქსიდან" შეიძინა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ზაფხულში შეუერთდება.

სხვა სტატიები