Belive

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ლა ლიგაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ლიდერი, ანტუან გრიზმანი კარგ ფორმაში შევიდა. "ატლეტიკოს" ბოლო 5 გოლი, რომელიც გუნდმა "ლა ლიგაში" გაიტანა, ყველა გრიზმანის ანგარიშზეა. გამოდის, რომ 15 დეკემბრის შემდეგ ფრანგი იტანს. 15 დეკემბერს მადრიდელებმა სტუმრად "ვალიადოლიდი დაამარცხეს 2:3 და გრიზმანმა დუბლი გაიფორმა. ამის შემდგომ "ესპანიოლს" 1:0 მოუგეს და ის ბურთიც გრიზმანის ანგარიშზეა. გუნდმა 1:1 ითამაშა "სევილიასთან", სადაც მადრიდელთა მხრიდან თავი გრიზმანმა გამოიჩინა, ხოლო დღეს, ფრანგმა "ლევანტეს" გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ 5 ბურთიდან გრიზმანმა 3 თერთმეტ მეტრიანით გაიტანა. "ატლეტიკო" "ლა ლიგაში" მეორე პოზიციაზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბარსელონას". კატალონიელები თავის თამაშს დღეს "ეიბარის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები