Belive

გრიზმანის სატრანსფერო ღირებულება, ბაიერნის სასტარტო თერთმეტეულზე მეტია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ "რეკორდმაისტერმა" "ბარსელონა" 8:2 გაანადგურა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კატალონიელები ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ. ბართომეუმ გრიზმანში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, დემბელეში 140 და კოუტინიოში 120. ჯამში 360 მილიონი ევრო. გუშინდელ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. მიუნხენის "ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეულში მყოფი ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება, ანტუან გრიზმანის ფასზე ნაკლები აღმოჩნდა. ნოიერი - 30 მილიონი ევრო კიმიხი - 8.5 მილიონი ევრო ბოატენგი - 13.5 მილიონი ევრო ალაბა - აკადემიის აღზრდილი ალფონსო დეივისი - 10 მილიონი ევრო გორეცკა - თავისუფალი აგენტი ტიაგო ალკანტარა - 25 მილიონი ევრო მიულერი - აკადემიის აღზრდილი გნაბრი - 8 მილიონი ევრო პერიშიჩი - იჯარა ლევანდოვსკი - თავისუფალი აგენტი ჯამში "ბაიერნმა" ამ ფეხბურთელებში 95 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო "ბარსელონამ" როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ ანტუან გრიზმანში 100 მილიონი ევრო.

სხვა სტატიები