Belive

გრიზმანისა და დე იონგის დებიუტი ხვალ შედგება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, 23 ივლისს, იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში, თბილისის დროით 14:30 საათზე, ლონდონის "ჩელსისა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მატჩი მეტად მნიშვნელოვანია "ბარსელონას" გულშემატკივართათვის, რადგან მთელი საფეხბურთო სამყარო და განსაკუთრებით კი ესპანური გრანდის გულშემატკივრები ახლადშეძენილი ფეხბურთელების, ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის დებიუტს ელოდებიან. ანტუან გრიზმანი და ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ, რაც ჩვენ იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ 23 ივლისს მათი დებიუტი შედგება.

სხვა სტატიები