Belive

გრიზმანისთვის ლა ლიგა დასრულდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 0:1 მოიგო. მიუხედავად გამარჯვებისა, კატალონიელთათვის ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. პირველ ტაიმში კლუბის ფრანგმა ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა კუნთის დაზიანება მიიღო და შესვენებაზე კიკე სეტიენმა მის ნაცვლად ლუის სუარესი გამოიყვანა. ჯერჯერობით ოფიციალური დასკვნა არ გაკეთებულა, მაგრამ მედიკოსების პირველადი დაკვირვების შემდეგ არის ვარაუდი, რომ ანტუანი დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. სავარაუდოა, რომ გრიზმანი კლუბს ჩემპიონთა ლიგისთვის დაუბრუნდება, სადაც "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები