Belive

გრიზმანმა ატლეტიკოს ფანებს ბარსელონაში გადასვლის გამო ბოდიში მოუხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, ,,ბილბაოსთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,როხიბლანკოს'' ქომაგებს ,,ბარსელონაში'' გადასვლის გამო მოუბოდიშა:

,,მთელმა გუნდმა წარმოუდგენლად იმუშავა. ერთად დავრბოდით, ვუტევდით, გუნდურად ვმოქმედებდით. ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ, საბოლოოდ გამარჯვება საუკეთესო გრძნობაა. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი შვილები მკითხავენ, გავიტანე თუ არა, მე კი შემიძლია ვუპასუხო, რომ კი.

,,ატლეტიკოსთან'' გაფორმებული ახალი კონტრაქტით ვამაყობ, მიხარია, რომ გუნდის სრულფასოვანი წევრი გავხდი. ვიცი, რომ ხალხს ჩემგან ამის მოსმენა სურს: მინდა, ბოდიში მოვიხადო იმ ტკივილისთვის, რაც შეიძლება ადამიანებს მივაყენე. თუმცა, მობოდიშების საუკეთესო გზაა, მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო. სწორ გზაზე ვართ,'' - განაცხადა გრიზმანმა.

გრიზმანი ,,ატლეტიკოდან'' ,,ბარსელონაში'' 2019 წელს გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით მადრიდულ კლუბში გაატარა. რამდენიმე დღის წინ კი ,,როხიბლანკომ'' ფრანგი თავდამსხმელი გამოისყიდა და მასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

სხვა სტატიები