Belive

გრიზმანმა ბარსელონა კლუბის გაფრთხილების გარეშე დატოვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური პრესა წერს, რომ ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში "ბარსელონას" პაუზით ისარგებლა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, მაგრამ ეს კლუბის დაუკითხავად გააკეთა. ფრანგი თავდამსხმელის ნიუ იორკში მოგზაურობის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს ფეხბურთელებს თავისუფალი დროის დამოუკიდებლად გამოყენების უფლება აქვთ. "მადლობა, რომ ამ მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეთ. არ ვიცოდი, რადგან ახლა თავისუფალი დროა და ყველას შეუძლია იქ წავიდეს, სადაც სურს. არაფერი საგანგაშო არ მომხდარა",-უთრა ესპანელმა ჟურნალისტს პრესკონფერენციის დროს. 28 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები