Belive

გრიზმანმა ელ კლასიკოს საუკეთესო მომენტი დაასახელა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 დეკემბერს, ლა ლიგის მე-18 ტურში “ბარსელონა” “რეალს” დაუპირისპირდება. სრულიად საფეხბურთო სამყარო და გულშემატკივართა ყურადღება 18 დეკემბერს “კამპ ნოუსკენ” იქნება მიმართული. “ელ კლასიკო” თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება. მატჩის წინ ანტუან გრიზმანმა "ელ კლასიკოს" საუკეთესო მომენტი დაასახელა: "როდესაც "რეალ სოსიედადში" ვთამაშობდი "ელ კლასიკოს" ყოველთვის ვადევნებდი თვალს. ახდენილ ოცნებას ჰგავს - ახლა შემიძლია მასში მონაწილეობის მიღება და როლის მორგება." "განვლილ "ელ კლასიკოებს" შორის ერთ მომენტს გამოვარჩევდი. არასდროს ამომდის თავიდან მომენტი, როდესაც "სანტიაგო ბერნაბეუს" სავსე ტრიბუნები რონალდინიოს ტაშს უკრავდნენ." როგორც მახსოვს, ის მატჩი "ბარსელონამ" 3:0 მოიგო - რონალდინიოს კი პუბლიკამ მხურვალე აპლოდისმენტები მიუძღვნა."

სხვა სტატიები