Belive

გუარდიოლა სიტის ფეხბურთელზე: "ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვინც კი ოდესმე მინახავს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გუარდიოლამ, რომელსაც "ბარსელონაში" და მიუნხენის "ბაიერნში" სუპერვარსკვლავებთან ერთად უმუშავია, განაცხადა რომ ბერნარდო სილვა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ვინც კი ოდესმე უნახავს. "ის უკვე სუპერვარსკვლავია. მას ყველაფერი აქვს და კარგი ადამიანია, არასდროს იღებს მოღუშულ სახეს თუ მხოლოდ 5 წუთი თამაშობს. ბერნარდო გუნდში ყველას უყვარს. მას აქვს უნარი 3-4 პოზიციაზე ითამაშოს. მაშინაც კი როდესაც იგი კარგად ვერ თამაშობს, ყველაზე მეტს დარბის. მუდამ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლებელია სირბილი კი ყოველთვის შეიძლება, მან კი ეს ძალიან კარგად იცის. შესაძლებელია რომ ამ სეზონში იგი პრემიერლიგის სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის, მისი გოლები, საგოლე პასები, გოლის აღნიშვნები, ეს ყველაზე გამორჩეულია. ის მწვრთნელისთვის დიდი ბედნიერებაა, მე ძალიან გამიმართლა რომ ბერნარდო გუნდში მყავს და შემიძლია ვუყურო ვარჯიშებსა და თამაშებზე. პორტუგალიას გაუმართლა რომ მისნაირი მოთამაშე ჰყავს, მე მიყვარს იგი" - განაცხადა გუარდიოლამ. ბერნარდო სილვა "სიტის" 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან შეუერთდა და 2017-2018 წლების სეზონში პრემიერლიგის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 5 გოლია.

სხვა სტატიები