Belive

გუგა ფალავანდიშვილმა ლატვია დატოვა და კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუგა ფალავანდიშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის ნახევარმცველმა 9 სექტემბერს ლატვიური "ვენსტპილსი" დატოვა და ბერძნულ "ლამიაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. "ლამიამ", წინა სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში მე-10 ადგილი დაიკავა და გასავარდნ ჯგუფში გადაინაცვლა, თუმცა ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. ფალავანდიშვილს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული (2015 წელს გიბრალტარის ნაკრებთან), "გაგრაში", "დინამო თბილისში", გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში", რუმინულ "დაჩიასა" და პოლონეთის მეორე ლიგის ბინადარ "პოდბსესკიძიეში" უთამაშია. ლატვიურ გუნდში ქართველმა ფეხბურთელმა წინა სეზონი გაატარა და 26 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები