Belive

გულის ამაჩუყებელი ისტორია ფრენკ რიბერიზე

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა გაიხსენა ისტორია თავისი სახის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ვიზუალი მას ძალას აძლევდა ყოველთვის. თუ ვინმეს აქამდე არ სმენია ისტორია რიბერის შესახებ, ამ სტატიაში გაცნობებთ, რომ ფრენკი 2 წლის ასაკში საშინელ ავტო ავარიაში მოჰყვა. ავარიის შემდეგ "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას 100 ნაკერი დასჭირდა სახის და თავის არეში. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით რიბერის უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, რამაც გამოიწვია ასეთი დაზიანებები. დარტყმის მომენტში ფრენკი წინა შუშას  სახით შეასკდა.
Capture
ტრავმის შედეგად ფრანგს უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. მას სახე დაუმახინჯდა და მისი ტოლი ბავშვები მას მახინჯს ეძახდნენ და ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ რიბერი ამბობს, რომ ამ ყველაფერში მან ძალა და პოზიტივი იპოვა. "შეხედეთ რა ჭირს სახეზე? რანაირი თავის ფორმა აქვს? ის ძალიან მახინჯია. სულ ასეთ ბინძურ ტექსტებს ამბობდნენ ჩემი მისამართით" "და ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანი ვიყავი ან ფრენკი მერქვა ან ფეხბურთელი ვიყავი? არა !! იმიტომ, რომ მე სახეზე ნაიარევი მქონდა" "როდესაც ბავშვი ხარ, რთულია გაუძლო ასეთ რამეს. ჩემი ოჯახიც ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალა და მოტივაცია მომცა" "უარესი იყო ის, რომ ჩემზე ასე მარტო ბავშვები არ საუბრობდნენ. ამ ბავშვების მშობლებიც იგივეს ამბობდნენ და ეს უფრო რთული იყო ჩემთვის, მაგრამ არასდროს დამვდგარვარ და არ მიტირია ამის გამო" "გარკვეულწილად ხალხის ასეთი დამოკიდებულება დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი ძლიერი და მიმეღწია ყველაფრისთვის რაც მინდოდა" - განაცხადა რიბერიმ "დღეს კი ღმერთის მადლობელი ვარ. ეს ნაიარევი ჩემია და ვინ იცის, რომ არა ის ავარია დღეს მე ასეთი წარმატებული შეიძლება არ ვყოფილიყავი. მე ვარ ასეთი ამ ნაიარევით და ყველამ ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ !!" 

სხვა სტატიები