Belive

გულის კოლაფსი - ავსტრიაში ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის თასის მატჩი "ბლაუ-ლინცსა" და "ჰარტბერგს" შორის შეწყდა - ამის მიზეზი "ლინცის" ფეხბურთელის რაფაელ დვამენას გულის კოლაფსი გახდა. 26 წლის ფორვარდი ერთ-ერთ მომენტში მოედნის კიდესთან წაიქცა, რის შემდეგაც ექიმებმა დვამენა გულის გაჩერებისგან დეფიბრილატორით გადაარჩინეს. როგორც ცნობილია, ორივე გუნდის ფეხბურთელებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ - ისინი მალევე წრეზე შეიკრიბნენ და სამედიცინო შტაბს მუშაობის საშუალება მისცეს.  

სხვა სტატიები