Belive

"გულის შეტევა დამემართება" - რა უთხრა არტეტამ მაიტლენდ-ნაილსს გასახდელში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არასრულ ერთ თვეში ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებმა "ლივერპულისა" და "არსენალის" დაპირისპირება სამჯერ ვიხილეთ, აქედან ორჯერ კი საქმე 11-მეტრიანი დარტყმების სერიამდე მივიდა, ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა. ამ დაპირისპირებებში ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი ეინსლი მაიტლენდ-ნაილსის მიერ პენალტის გამორჩეულად შესრულების მანერაა. დარტყმის უცნაურ სტილში შესრულების გამო, შეშფოთებულია "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც, რომელმაც გაამხილა თუ რა უთხრა პენალტის შესრულებამდე თავისი გუნდის ახალბედა ფეხბურთელს.

"გასახდელში მას ვუთხარი, რომ თუ პენალტს ასე კიდევ შეასრულებდა, გულის შეტევა დამემართებოდა. ღვთის გულისთვის...", - თქვა ესპანელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საბოლოოდ, 23 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა პენალტი იგივე მანერით, ზუსტად შეასრულა და მიზნის მიღწევის შემდეგ სიცილიც ვერ შეიკავა.

სხვა სტატიები