Belive

გულშემატკივრები FIFA-ში ფირმინოს კოეფიციენტით უკმაყოფილოები არიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

FIFA 2020-ის მომხმარებლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. მათი აღშფოთება "ლივერპულის" თავდამსხმელის, რობერტო ფირმინოს კოეფიციენტმა გამოიწვია. ბრაზილიელ თავდამსხმელს, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა. რობერტო ფირმინოს გუნდელებს, მო სალაჰსა და სადიო მანეს კოეფიციენტები გაეზარდათ, ბრაზილიელ შემტევს კი კვლავ 86 აქვს. გულშემატკივრების გაბრაზება იმანაც გამოიწვია, რომ დრენს მერტენსს, კარიმ ბენზემასა და სონს კოეფიციენტები მოემატათ და მათ ფირმინოზე მეტი აქვთ.

სხვა სტატიები