Belive

გულშემატკივრების არჩევანი- ვინ იდგეს სასტარტო შემადგენლობაში სიტისთან შეხვედრაში: ჟოტა თუ ფირმინო

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

კვირას, 8 ნოემბერს, პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან. "ლივერპულს" 7 შეხვედრის შემდეგ 16 ქულა აქვს და ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. რაც შეეხებათ "ქალაქელებს", 6 შეხვედრის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფებიან 11 ქულით. "მანჩესტერ სიტი" ბოლო 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 6 მოგება და 2 ფრე, ხოლო, "ლივერპულმა" 5 შეხვედრა მოიგო მას შემდეგ, რაც "ასტონ ვილასთან" განადგურდა ანგარიშით 7:2. "ლივერპულმა" ამ სეზონში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში მოიპოვა, სადაც "ატალანტა" საკუთარ მოედანზევე 0:5 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო იყო ლივერპულის პორტუგალიელი შემტევი დიოგო ჟოტა, რომელმაც შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მას შემდეგ, რაც "ლივერპულს" შეუერთდა "ვულვზიდან" 41 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, პორტუგალიელმა 10 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოასწრო. იურგენ კლოპს სერიოზული საფიქრალი ექნება "სიტისთან" გასამართ შეხვედრამდე, თუ რომელი მოთამაშე დააყენოს სასტარტო შემადგენლობაში, რობერტო ფირმინო თუ დიოგო ჟოტა. GIVEMESPORT-მა ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელმა ფეხბურთელმა უნდა დაიწყოს შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში. გამოკითხვის შედეგების მიხედვით გულშემატკივრების მხოლოდ 34%-ს სურს ბრაზილიელი ფორვარდის ძირითად შემადგენლობაში ხილვა "სიტისთან" შეხვედრაში. რაც შეეხება ჟოტას, მას გულშემატკივრების 66% უჭერს მხარს.


   
"ლივერპულის" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ სასტარტო შემადგენლობაში მატჩს ფირმინო დაიწყებს, თუმცა ამავე დროს ბრაზილიელს ურჩევს, რომ შედეგები გააუმჯობესოს, რათა ძირითადში ადგილი შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჟოტამ მცირე დროში მოახერხა იმაზე მეტი გოლის გატანა, ვიდრე ფირმინომ მთლიანად 2020 წელს, ბრაზილიელს გოლების გატანის გარდა სხვა ბევრი რამეც ეხერხება: ყველა მომენტში ბოლომდე ბრძოლა, ბურთის განაწილება, საგოლე მომენტის შექმნა, თუმცა გოლების გატანაში ფირმინომ ნამდვილად უნდა მოუმატოს. ნებისმიერი მწვრთნელისთვის მშვენიერი უნდა იყოს ორი ისეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა, როგორებიც ჟოტა და ფირმინო არიან. კლოპს შეუძლია ძირითადში ნებისმიერი მათგანი, ან სულაც, ორივე ერთად დააყენოს.  

სხვა სტატიები