Belive

გულშემატკივრებმა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
სპორტულმა გამოცემა "რანკერმა" გულშემატკივრებში  გამოკითხვა ჩაატარა და გამოავლინა მე-20 საუკუნის 25 საუკეთესო ფეხბურთელი. 25. იარი რანტანენი ბევრ გულშემატკივარს იარი არ ემახსოვრება და უცნაირია, რომ ამ სიაში მოხვდა. რანტანენი 2 სეზონის განმავლობაში(1987/1989) "ლესტერში" ასპარეზობდა, სადაც 21 გოლის გატანა მოახერხა. არასახარბიელო დასაწყისი..
1
24. ოლეგ სალენკო რუსი ფეხბურთელი, რომელმაც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ თამაშში 5 გოლი გაიტანა. სხვა დასამახსოვრებელი ამ ფეხბურთელისგან გულშემატკივარს არ ახსოვს და ასევე უცნაურია მისი ამ სიაში მოხვედრა. 23. რივალდო ნამდვილად დამსახურებული ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონი, ოქროს ბურთის მფლობელი და კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მქონე მოთამაშე. ის ამ სიაში ყოფნას რა თქმა უნდა იმსახურებს. 22. ოლივერ კანი გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი. კანმა გულშემატკივრებს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აჩუქა. 21. ალან შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. როდესაც "ნიუკასლს" სადმე ახსენებენ, ყოველთვის გვახსენდება ალან შირერი. 20. პოლ სქოულზი
ფეხბურთელი, რომელმაც მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარა. 1999 წელს სქოულზი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ხსენებულ წელს გუნდმა ტრიპლეტის მოგება შეძლო. 19.  ლოთარ მათეუსი სრულყოფილი ნახევარმცველი, რომელიც გერმანიის ნაკრების და "ბაიერნის" ლიდერი იყო. მათეუსმა 1990 წელს ოქროს ბურთიც კი მოიგო. 18. რაული მადრიდელთა ლეგენდა, რომელმაც კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. წლების განმავლობაში, ესპანელი მადრიდელთა თილისმად ითვლებოდა. 17. ჰაჯი რუმინელი ფეხბურთელი, რომელმაც "რეალში" და "ბარსელონაში" ითამაშა. ეს ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია. 16. ჰრისტო სტოიჩკოვი "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბულგარეთის ნაკრებს, ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. 15. რომარიო კიდევ ერთი ვარსკვლავი "ბარსელონადან". რომარიო და სტოიჩკოვი 2 წლის მანძილზე დანაგუნდელები იყვნენ და ერთად საოცარ ფეხბურთს თამაშობდნენ.
14. ერიკ კანტონა "იუნაიტედის" ლეგენდა, რომელიც ფიცხი ხასიათით და არაორდინალური თამაშის მანერით გამოირჩეოდა. 13. გაბრიელ ბატისტუტა რაული, შირერი, რომარიო - ეს ფეხბურთელები მართლაც შთამბეჭდავები იყვნენ, მაგრამ "ბატიგოლი" რაღაც განსაკუთრებული იყო. იტალიაში ყოველთვის რთულია გოლების გატანა, მაგრამ არგენტინელს ეს არასდროს უჭირდა. 12. რაიან გიგზი უელსელი ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედის" ისტორიაში, ოქროს ასოებით სამუდამოდ ჩაეწერა. 11. ლუიშ ფიგუ ლეგენდარული პორტუგალიელი, რომელმაც 2000 წელს ოქროს ბურთი მოიპოვა. ფიგუ ასევე სენსაციური ტრანსფერის მონაწილეა. პორტუგალიელი "ბარსელონადან" "რეალში" გადავიდა. 10. რობერტო კარლოსი უამრავი ადამიანის კუმირი. კარლოსის სისწრაფე და დარტყმის სიძლიერე ყოველთვის მისაბაძი იყო.
9. პაველ ნედვედი "იუვენტუსის" გამორჩეული ვარსკვლავი. პაველს საოცარი კარიერა ჰქონდა და ვინ იცის, რომ არა მისი დიკსვალიფიკაცია 2003 წელს, "ბებერ ქალბატონს" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოეგო. 8. რონალდო უკომენტაროდ. ფენომენი ყოველთვის ყველგან იმსახურებს ადგილს. ბევრი გულშემატკივრის აზრით, რონალდო საუკეთეს 25-ში კი არა, საუკეთესო სამეულში შედის. 7, ტიერი ანრი "არსენალის" ლეგენდარული ფეხბურთელი. "ტიტიზე" საუბარი ზედმეტია. მან თავისი თამაშით წარუშლელი კვალი დატოვა საფეხბურთო ისტორიაში. 6. დენის ბერგკამპი. გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ მისი გატანილი გოლი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინის კარში. მაგრამ უცნაურია ის, რომ ჰოლანდიელი რეიტინგში რონალდოზე მაღლა დგას. 5. ზინედინ ზიდანი ბევრისთვის ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ზიდანზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ფრანგი ფეხბურთელი ულაპარაკოდ ლეგენდაა და იმსახურებს ამ სიაში ყოფნას. 4. ალესანდრო დელ პიერო დელ პიერო ზიდანზე წინ? იტალიელი შესანიშნავი იყო, მაგრამ ზიდანზე წინ დადგომა ცოტა უცნაურია. 3. რობერტო ბაჯო კიდევ ერთი გამორჩეული იტალიელი, რომელმაც ამ სიაში მესამე ადგილი დაიკავა. 2. პიტერ შმეიხელი დანიელი მეკარე, მეკარეებს შორის ნამდვილად გამორჩეულია. მისი პერფორმანსი ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე ნამდვილად დაუვიწყარია. 1. დიეგო მარადონა ულაპარაკოდ. მარადონა რა თქმა უნდა იმსახურებს ამ სიაში პირველ ადგილზე ყოფნას.

სხვა სტატიები