Belive

გულშემატკივრებმა გვარდიოლას იურგენ კლოპი არჩიეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

Sky Bet-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, იურგენ კლოპთან თამაში უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია, ვიდრე პეპ გვარდიოლასთან. მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებმა აირჩიეს პეპი. პრემიერ ლიგის გუნდების ყველა სხვა გულშემატკივარმა ხმა იურგენ კლოპს მისცა.

შაბათს, Community Shield-ის შეხვედრაში, "ლივერპულის" მიერ "სიტის" დამარცხებით, კლოპმა გვარდიოლასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა განიმტკიცა. გერმანელ მწვრთნელს მისი ესპანელი ოპონენტი 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ხოლო, პეპმა იურგენის წინააღმდეგ 8 შემთხვევაში მოიპოვა გამარჯვება. შესაძლოა, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში თავისი "ტიკი-ტაკათი" დომინირებს, მაგრამ გულშემატკივრებს კლოპის "გეგენპრესინგის" თამაში ურჩევნიათ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მოგებას ინგლისურ კლუბთან ერთად, კლოპი ამ კომპონენტშიც უსწრებს მის ვიზავის, რადგან გვარდიოლას ჯერ კიდევ არ მოუგია მთავარი ევროპული ტურნირი "სიტისთან" ერთად. საინტერესოა "სიტისა" და "ლივერპულის" ახალი თავდამსხმელების დაპირისპირებაც. გულშემატკივრებს სთხოვეს დაესახელებინათ თუ ვინ იქნება 2022/2023 წლების სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. როგორც ჩანს, პრემიერ ლიგის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ერლინგ ჰოლანდი დარვინს სადებიუტო სეზონში აჯობებს. გამოკითხული ფანების 22% ფიქრობს, რომ სწორედ ნორვეგიელი მოიგებს ოქროს ბუცს. გასულ შაბათს, ორივე ახალწვეული ყურადღების ცენტრში მოექცა. Community Shield-ის შეხვედრაში ნუნიესმა მოახერხა გოლის გატანა, ჰოლანდმა კი, ხელიდან გოლის გატანის მშვენიერი შანსი გაუშვა.

სხვა სტატიები