Belive

გულშემატკივრებმა ინგლისის ნაკრების თერთმეტეული შეადგინეს - ვინ უნდა ითამაშოს ევროზე?! 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სტივენ ჯერარდის, ფრენკ ლამპარდის, უეინ რუნის, ჯონ ტერის, რიო ფერდინანდის, პოლ სქოულზის, დევიდ ბექემისა და სხვათა თაობებმა ინგლისის ნაკრებში წარმატებას ვერ მიაღწიეს. მათი ვარსკვლავური სახელები სახელებად დარჩა, საკლუბო დონეზე უპრინციპულესმა დამოკიდებულებამ კი თავისი გაიტანა და "სამმა ლომმა" დიდ ტურნირებზე ერთიანი სულით რეალურ შედეგს ვერ უწია. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც გუნდის მწვრთნელად გარეთ საუთგეიტი დაინიშნა. ბრიტანული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ნიჭიერ ახალგაზრდათა თაობამაც შეუწყო ხელი და მთავარ მწვრთნელს საუკეთესო 23 ფეხბურთელის ასარჩევად უკვე გვარიანი გარჯა მოუწევს. საუთგეიტის დახმარებას ინგლისელი ქომაგები აპირებენ, რომლებმაც გამოკითხვაში ის საუკეთესო თერთმეტეული შეარჩიეს, რომელმაც ევრო 2020-ზე თამაში ძირითადი შემადგენლობიდან უნდა დაიწყოს. გულშემატკივრის რჩეულ ფეხბურთელთა გუნდი ასე გამოიყურება:

უცნაური იქნება, ინგლისმა ევროპის ჩემპიონატზე ამ შემადგენლობით რომ ითამაშოს, მაგრამ ფაქტია, ბევრი მათგანი გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდება და გუნდის თავკაცს როტაციის კარგი შესაძლებლობა მიეცემა.

სხვა სტატიები