გულშემატკივრებმა ჯარიმის შემსრულებელი 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ფეხბურთის გულშემატკივრებმა ჯარიმის 30 ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელეს. 

გულშემატკივრებმა პირველი ადგილი სიაში ბრაზილიელ ვარსკვლავს ჟუნინიო პერნამბუკანოს მიანიჭეს.

45-წლის ბრაზილიელი ნამდვილად იყო ჯარიმების გამორჩეული შემსრულებელი და არაერთი გასაოცარი ჯარიმა აქვს გატანილი კარიერის განმავლობაში. ამაზე მისი უდავოდ საოცარი სტატისტიკაც მეტყველებს, ბრაზილიელმა 20-წლიანი კარიერის განმავლობაში 77 ჯარიმა გაიტანა.

გულშემატკივრებმა ჟუნინიო სიაში ლიონელ მესიზე, კრიშტიანუ რონალდუზე, დევიდ ბექჰემზე და რობერტო კარლოსზე მაღლა დააყენეს.

“ჟუნინიო- უბრალოდ საუკეთესო ჯარიმების შემსრულებელი, რომელიც ოდესმე გვინახავს. მას ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია გატანა”,- დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

რეიტინგში მე-2 ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას დევიდ ბექჰემს ერგო, ხოლო მე-3 ადგილი კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა.

გთავაზობთ გულშემატკივრების მიერ შედგენილ რეიტინგს.

რეიტინგი :

30. გარეთ ბეილი

29. ტიერი ანრი

28. უეინ რუნი 

27. რობინ ვან პერსი 

26. ლუის სუარესი

25. რონალდ კუმანი

24. ფრენკ რიბერი

23. ზიკო

22. ლეიტონ ბეინსი

21. გეორგე ჰაჯი

20. ხუან რომან რიკელმე


გულშემატკივრებმა ჯარიმის შემსრულებელი 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს 1

19. ალექსი

18. დიეგო ფორლანი

17. რივალდო

16. რაიან გიგსი

15. უესლი სნეიდერი

14. ნაკამურა

13. ალესანდრო დელ პიერო

12. ხუან არანგო

11. პიერ ვან ჰოეიდონკი


გულშემატკივრებმა ჯარიმის შემსრულებელი 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს 2

10. ანდრეა პირლო

9. ლიონელ მესი

8. სტივენ ჯერარდი

7. რონალდინიო

6. სინიშა მიხაილოვიჩი

5. რობერტო კარლოსი

4. დიეგო მარადონა

3. კრიშტიანუ რონალდუ

2. დევიდ ბექჰემი

1. ჟუნინიო პერნამბუკანო

(139)

გულშემატკივრებმა ჯარიმის შემსრულებელი 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

სტატიის ავტორი
-