Belive

"გუნდი სახლივითაა, მხოლოდ ძვირიანი ავეჯი არ არის კარგი სახლის გარანტი" - მოურინიომ ლივერპულს "დასცინა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულთან" გასამართი მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო საინტერესო განცხადებას ავრცელებს. იგი მერსისაიდელთა სატრანსფერო ხარჯებსა და მიზნებს გამოეხმაურა. "ყველაფერი ურთიერთობებით წყდება, მე ვთვლი რომ ტიტულებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კლუბს ამის დიდი პოტენციალი აქვს და თავის მიზნად სწორედ ტიტულების მოგებას ისახავს. როდესაც შენ ძლიერი გუნდი გყავს, არ ღირს იმის დამალვა რომ ტიტულის მოგებას აპირებ, ვფიქრობ იურგენმა თავისი განცხადებებით უკვე აღნიშნა რომ "ლივერპული" პრემიერლიგის მოგებას აპირებს და ეს მათი მიზანია. რაც შეეხება მათ სატრანსფერო ხარჯებს, აქ მარტო ფულით არ წყდება ყველაფერი. საფეხბურთო გუნდი ეს სახლივითაა, არ შეიძლება იყიდო ძვირიანი ავეჯი და უცებ ამ სახლში ბედნიერად იცხოვრო, იქ კიდევ ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი და დასალაგებელი, ასეა ნებისმიერ კლუბშიც" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ, რომლის გუნდიც "ლივერპულისგან" განსხვავებით საჩემპიონოდ არ იბრძვის, ხოლო ტრანსფერებში არანაკლებს ხარჯავს.

სხვა სტატიები