“მანჩესტერ სიტის” აკადემიის ყოფილმა აღსაზრდელმა – ჯერემი უისტონმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი “ქალაქელთა” აკადემიიდან გაშვება გახდა.
17-წლის ჯერემი უისტონი “მანჩესტერ სიტის” აკადემიიდან გაშვებას ვერ შეეგუა, რის შემდეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ წუთისათვის ცნობილი არაა.