Belive

"გუნდის დატოვება ძალიან რთულია" - ლობჟანიძე რანდერსს დაემშვიდობა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" დატოვა. 25 წლის ფეხბურთელმა დანიაში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში 32 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას "ანკარაგიუჯუში" გააგრძელებს, რომელიც თურქეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში 17-ე პოზიციაზეა. საბა ლობჟანიძე "რანდერსს" სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა: "ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა. მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში: ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთოვისთვის . ყოველთვის იქნება ჩემს გულში რანდერსი და ყოველთვის ვიქნები "რანდერსის" გულშემატკივარი. ნახვამდის."

სხვა სტატიები