Belive

გიუნდოგანის მასტერკლასი სიტის 16-წლამდელთა გუნდს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გერმანელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ სამწვრთნელო უნარებს ავლენს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ილქაის უეფას B კატეგორიის ლიცენზია აქვს აღებული.

ლიცენზიის მიღების პროცესში, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა "სიტის" 16 წლამდელთა გუნდთან იმუშავა და მათთვის ვარჯიშებიც ჩაატარა.

მან პირველი ვარჯიში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თებერვალში ჩაუტარა. ეს ყველაფერი CITY +-მა ახალი დოკუმენტური ფილმის 'Together: Champions Again!'-ის საშუალებით გააშუქა. ვარჯიშის მთავარი თემა მოკლე პასები, თანაგუნდელებთან კონტაქტი და სივრცეების შექმნა იყო. წვრთნის პროცესი, რომელიც უამრავ ასპექტს მოიცავდა, ფეხბურთელებს დაეხმარებათ სამომავლოდ კარგად მოერგონ პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ მთავარ გუნდს.

ილქაი თავის შეგირდებთან საკმაოდ უშუალოდ ურთიერთობდა და მათ გამუდმებით ამხნევებდა. გერმანელი დეტალურად ხსნიდა ყველა სათამაშო კომპონენტს, რაც ახალგაზრდა მოთამაშეებს საქმეს საკმაოდ უადვილებდა.

გიუნდოგანს ისეთ გამოცდილ მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც იურგენ კლოპი, ტომას ტუხელი, ჰანსი ფლიკი და იოახიმ ლიოვი არიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია პეპ გვარდიოლა, რომელთან ერთადაც ილქაი ახლა მუშაობს.

თავად გვარდიოლამ გიუნდოგანს ურჩია, რომ სამწვრთნელო კარიერა გაეგრძელებინა. მისი თანაგუნდელიც კევინ დე ბრუინი იმავე გზას ადგას, რომელმაც უეფას A ლიცენზია უკვე აიღო.

სხვა სტატიები