Belive

გუნდური აღნიშვნები შესაძლოა 1 წლით აიკრძალოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და კარანტინის შემდეგ, მსოფლიო თანდათან ცდილობს ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. არაერთ ქვეყანაში უკვე მიიღეს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში შესაბამის ზომებს დიდი ბრიტანეთიც მიმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე სულ უფრო გახშირდა სპეკულაციები პრემიერ ლიგის განახლების თარიღთან დაკავშირებით. ინგლისის უპრესტიჟულესი საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა ივნისში განახლდეს, თუმცა კლუბებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ცარიელ ტრიბუნებზე - გულშემატკივრების გარეშე ჩასატარაბელი მატჩების პარალელურად, ოფიციალური პირები კიდევ ერთი შეზღუდვის დაწესების ინიციატივით გამოდიან. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ ლიგის კლუბებს შესაძლოა გატანილი გოლების გუნდურად აღნიშვნა 1 წლით აეკრძალოთ. ამ წუთისათვის უცნობია თუ რა სახის ჯარიმა დაუწესდებათ შეზღუდვის დამრღვევ კლუბებს. ფეხბურთელებს ასევე ეკრძალებათ მატჩის შემდეგ მაისურების გაცვლა და ერთი ბოთლიდან წყლის დალევა. პრემიერ ლიგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სანქციების შემოღების შემდეგ, ფეხბურთელების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

სხვა სტატიები