Belive

"გუნდური თამაში ჩვენი სიძლიერეა" - დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"გაბალასთან" 0-2 გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და თამაში მიმოიხილა: "საუკეთესო ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, მთელმა გუნდმა 90 წუთი უმაღლეს დონეზე ითამაშა, მათ კონცენტრაცია არც ერთი წამით არ დაუკარგავთ, ეს არის ჩვენი სიძლიერე, რასაც ჰქვია გუნდური თამაში. დღევანდელ შეხვედრაში და არამარტო დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვაა, კარგი თამაში იყო და მინდა ვთქვა რომ შედეგითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, თბილისში არანაკლებ მძიმე შეხვედრა გვექნება, დღევანდელი შეხვედრიდან გამოჩნდა რომ ჯერ დასრულებული არაფერი არაა. პირველ ნახევარში ჩვენ რამდენჯერმე შეგვეძლო გოლის გატანა, მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით ბურთს, თუ არ ჩავთვლით მცირე შეცდომებს. მთავარია რომ მთელი გუნდი 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა. ჩვენ თითოეული მატჩისთვის სხვადასხვა გეგმა გვაქვს, თითოეულ მატჩში გვინდა სათანადოთ წარმოვაჩინოთ თავი, ჩვენი მთავარი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ეს ის ანგარიში არაა რომ მეორე მატჩში მოვდუნდეთ. გუშინაც აღვნიშნე, ყველა ამ წარმატებას დიდი შრომა უდგას უკან, მე აქ მარტო ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ აქ მთელი შტაბი მოიაზრება, თითოეული ადამიანი რომელიც ამ გუნდში მუშაობს, სწორედ ეს არის ამ ბოლო წარმატებული 3 თვის მიზეზი. გაბალადან ვერავის გამოვარჩევ, კომპაქტური და აგრესიული გუნდია, საკმაოდ კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს, ეს არის გუნდი რომელსაც ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია და სტანდარტულის დროსაც ძალიან სახიფათონი არიან. შანსები ჯერ კიდევ 50/50-ზეა, მატჩი 0:0-დან დაიწყება და თუ მეტოქე ერთ გოლს გაიტანს, შეხვედრა ძალიან დაიძაბება, ამიტომ თბილისში 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ" - განაცხადა ესპამელმა.

სხვა სტატიები