გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს – ქართველი ევროპის ლიგის მონაწილე გუნდში ჩაირიცხება 

უდიდესი ალბათობით, გორის “დილას” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

24 წლის ფლანგის ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის ბინადარ “ვოლფსბერგერში” უახლოეს დღეებში ჩაირიცხება.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია Live.ge-მ გორის “დილას” პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც თქვეს, რომ ტიპიკო ბუნდესლიგიდან ინტერესი მართლაც არსებობს, მიღწეულია წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა მხარეებს კონტრაქტზე ხელი ჯერჯერობით არ მოუწერიათ.

ავსტრიულმა კლუბმა ჩემპიონატში მესამე პოზიცია დაიკავა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება გიორბელიძეს, ის წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი გახდა.

(163)

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს – ქართველი ევროპის ლიგის მონაწილე გუნდში ჩაირიცხება 

სტატიის ავტორი
-