Belive

გურამ გიორბელიძე: "ბოლნისში ვარ, კარანტინია, მაგრამ ხალხი წესებს ემორჩილება"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოში კორონავისურის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მოქალაქეებს შესვლა და გამოსვლა ეკრძალებათ. ბოლნისში იმყოფება ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი გურამ გიორბელიძე. გორის "დილას" მარცხენა ფლანგელს არსებულ მდგომარეობაზე და პაუზის დროს საფეხბურთო ცხოვრებაზე ვკითხეთ. როგორია მდგომარეობაა ბოლნისში, შეზღუდვების გამო, რამდენად ახერხებ ვარჯიშს და ფორმის შენარჩუნებას? კარანტინია გამოცხადებული, მაგრამ ხალხი წესებს ემორჩილება და რეკომენდაციებს ითვალისწინებს. ქუჩაში დადიან ადამიანები, მაგრამ წესების დაცვით და მითითებულ დროს. სახლის პირობებში ვვარჯიშობ და აქცენტს ფიზიკურ დატვირთვაზე ვაკეთებ, თუმცა გუნდური მომზადების და ტაქტიკური ვარჯიშების შინ შესრულება შეუძლებელია, ტერიტორიის დატოვებაც აკრძალული გვაქვს. ასეთი პირობები ცხადია გავლენას გუნდებზეც იქონიებს. ნამდვილად. მართალია ფეხბურთელები სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, მაგრამ აქ ხომ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა შეგვიძლია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ მე და ჩემი მეგობრები, მაგრამ ფეხბურთელები ბოდიბილდერები ხომ არ ვართ, ტაქტიკის დამუშავება და პროფესიონალური ვარჯიშების ჩატარება გვჭირდება, რაც სამწუხაროდ არ ხერხდება. ამრიგად, შეკრება, რომელიც გუნდებმა სეზონის დასაწყისში გაიარეს აზრს დაკარგავს. მათ სულ ორი მატჩის ჩატარება მოასწრეს, ოპტიმალურ ფორმაში ისედაც არ იყვნენ.
უშუალოდ "დილაში" რა მდგომარეობაა, რისთვის ემზადება გუნდი ახალ სეზონში? ძლიერი გუნდი ვართ და ჩვენი პროგრამა მინიმუმი ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა. რთული მეტოქეებიც გვყავს, განსაკუთრებით თბილისის "დინამო", "საბურთალო" და ბათუმის "დინამო", თუმცა ყველასთან მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ და ევროსაგზურისთვის ვიბრძოლებთ. ზამთარში სეზონის თერთმეტეულში მოხვდი და შენს პოზიციაზე საუკეთესოც გახდი. ამის შემდეგ დაინტერესება გაიზრდებოდა. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა და კიდევ უფრო მეტი მექნება დასამტკიცებელი. რაც შეეხება შეთავაზებებს, ისინი ნამდვილად მქონდა, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან, კონკრეტულად კი ისრაელიდან. თუმცა, კლუბი არ შემიცვლია, მომავალში კი ვნახოთ რა იქნება. ამჟამად, "დილას" ფეხბურთელი ვარ და მინდა ამ კლუბთან ერთად მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიო.

სხვა სტატიები