Belive

გურამ კაშია: "არ მიხარია, რომ დინამო ბათუმს შევხვდით, ევროთასებზე ქართულ გუნდებს ვგულშემატკივრობ"

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში “დინამო ბათუმთან” დაპირისპირების წინ, ბრატისლავის "სლოვანის" ცენტრალურმა მცველმა და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ სლოვაკურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. საწვრთნელი შეკრება შესანიშნავი საწვრთნელი შეკრება გვქონდა და ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. მზად უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. მჯერა, რომ ახალი ფეხბურთელებიც საქმეში კარგად ჩაერთვებიან. მოუთმენლად ველოდები ახალ სეზონს. ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ თასზე წარმატება გვჭირდება კლუბისა და ჩვენი გულშემატკივრების ამბიციების ასასრულებლად. ეს ჩვენთვის გარკვეულ ზეწოლასაც ნიშნავს, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ. მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე - "დინამო ბათუმი" სინამდვილეში სულაც არ მიხარია, რომ "დინამო ბათუმს" შევხვდით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან კარგი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც გაგვიჭირდება. მეორეც, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია და ევროთასებზე ქართულ გუნდებს ყოველთვის ვგულშემატკივრობ. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მიხარია, რომ "ბათუმს" ვეთამაშებით. ველოდებით გუნდს, რომელმაც ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გუნდს წინსვლაში დავეხმარო. კლუბი საქართველოს იმ კუთხიდანაა, სადაც ფეხბურთი უაღრესად პოპულარულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გუნდი მუდმივად იხვეწებოდა, რამაც კულმინაციას ჩემპიონატის მოგებით მიაღწია. კლუბმა ააშენა ახალი 20 000-კაციანი სტადიონი, რომელიც ყველა, თუნდაც ლიგის მატჩში, ფანატიკოსი გულშემატკივრებით ივსება. სპორტული დირექტორი ჩემი მეგობარი ვლადიმერ დვალიშვილია. ლადო დვალიშვილი სისტემა, რომელშიც ის მუშაობს, აშკარად მუშაობს. ის ჩემზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი, მაგრამ უკვე წარმატებით გადავიდა კარიერულ გზაზე და დიდ საქმეს აკეთებს. მან მოიყვანა შესანიშნავი მოთამაშეები და შექმნა კარგად მოქმედი მანქანა. გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. გუნდი კვლავ ლიდერობს საქართველოს ეროვნულ ლიგაში და საუკეთესო გზაზეა ტიტულის დასაცავად. https://www.live.ge/fexburti/slovanis-direqtori-gulshematkivrebma-mkhari-chven-unda-dagvitchiron-da-ara-metoqes/ მფლობელი - არჩილ ბერიძე მე ვიცნობ მფლობელს. მას უყვარს ფეხბურთი და უყვარს ქალაქი. ის თანხებს სწორად დებს. კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის თანდათან გაუმჯობესდეს. იგი დიდ სახელებს არ მიჰყვება, მაგრამ სკაუტინგი მისთვის კარგად მუშაობს. გუნდში ასევე არიან შესანიშნავი ლეგიონერები, მაგალითად, ბრაზილიელი თავდამსხმელი, ფლამარიონი. მოედნის შუაგულში რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია. მთავარი მწვრთნელი - გია გეგუჩაძე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა ის "დინამო თბილისს" წვრთნიდა. ამ დროს მე ვიყავი B გუნდში, რომელსაც ისიც ადევნებდა თვალს, ამიტომ ერთად ვმუშაობდით. ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია, რომლის მთავარი იარაღი ტაქტიკური მხარეა. უყვარს მიმზიდველი ფეხბურთის თამაში, მაღალი შეტევებით და ბურთის ხშირი ფლობით. ახლა ბათუმში ამ მეთოდისთვის შესაფერისი ფეხბურთელები ჰყავს. https://www.live.ge/fexburti/vladimir-vais-umtsrosi-pirveli-etapi-khshirad-qhvelaze-rthulia-magram-mjera-rom-gadavlakhavth/ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აუცილებლად ჯიღაური, ის ძალიან კარგია. შემდეგ არის დავითაშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა. დაცვაში ეროვნული ნაკრებიდან სამი მოთამაშეა: მარცხენა მცველი აზაროვი, ცენტრალური მცველი კობახიძე და მარჯვენა მცველი ჩაბრაძე. თუმცა სხვების დასახელებაც შემეძლო. ამასთან, ეს ნიშნავს, რომ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ფორმაციაში არიან დიდი მოთამაშეები, რომლებიც საჭირო ბალანსს ქმნიან. შესაძლოა, ეს ძალიან დადებითად ჟღერს ჩემი მხრიდან, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის კლუბია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ "დინამო" "სლოვანზე" უკეთესია. ასევე, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. პროგნოზი მე ოპტიმისტი ვარ. ჩვენ შეგვიძლია წინსვლა მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად. გასაგებია, რომ ადვილი არ იქნება. ნამდვილად არ ვარ კარგი პროგნოზისტი, ამიტომ ციფრებს არ დავასახელებ, თუმცა, მჯერა, რომ უკეთესები ვიქნებით და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ხვიჩა კვარაცხელია ვლოცულობდი, რომ ის წასულიყო "ნაპოლიში" და ჩვენი ორმატჩიანი დაპირისპირება გამოეტოვებინა. ის წარმოუდგენლად ნიჭიერია. მარცხენა გარემარბი, რომელიც წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს ბურთით. ვინმესთან რომ მომიწიოს შედარება, ვლადიმირ ვაისს უმცროსს ჰგავს. რა თქმა უნდა, არ მინდა ვთქვა, რომ უკეთესია, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა... ზარები საქართველოდან წილისყრის შემდეგ პირველმა "დინამო ბათუმის" სპორტულმა დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა დამირეკა. იკვლევდა, შეძლებდა თუ არა ჩემს გუნდში წაყვანას, მკითხა, რა პირობებში მივიდოდი. ვუპასუხე, რომ ვერ წამიყვანდა... მართლა დარეკა და მომწერა. ბათუმში რამდენიმე სანაკრებო მატჩი ჩავატარეთ და იქ ხალხს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უყვართ. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ "დინამოსთან" მთელი ძალით არ მეთამაშა. მე ვამბობ, რომ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს სწორი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად... რა თქმა უნდა, ამას იუმორით ვუყურებ. რა თქმა უნდა, მოედანზე ყველანაირად მობილიზებული გამოვალ. https://www.live.ge/fexburti/vladimir-vaisi-chakvetadzem-ertha-liga-martom-mogvagebina-is-qhvelas-gagvakharebs/ ტაქტიკა ტაქტიკას მწვრთნელები განსაზღვრავენ, მე არ ვარ ამ კითხვის შესაფერისი ადამიანი. ვნახოთ, შესაძლოა სტუმრებმა მაშინვე არ ითამაშონ აგრესიული პრესინგით და დაელოდონ. მთელი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ, რისი წყალობითაც შევძლებთ გავაანალიზოთ, რას მოგვიმზადებს მეტოქე. პირველი თამაშის ათი წუთის შემდეგ რომ გეკითხათ, უკეთ გიპასუხებდით. ვლადიმირ ვაისის ფაქტორი მე და ვლადიმირ ვაისი ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ის ასევე იცნობს ქართველ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ეროვნულ გუნდს. "დინამოს" მწვრთნელსაც იცნობს, რომელიც მაშინ 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. მჯერა, რომ რაღაც ჯადოსნური და განსაკუთრებით ეფექტური გამოვა. მას ამის უნარები აქვს. რა იქნება ბათუმში? ჩემი ოჯახი აუცილებლად მოვა სანახავად. რაც უკვე აშკარაა არის ის, რომ იქნება წარმოუდგენლად დიდი სიცხე და ასევე მაღალი ტენიანობა. რა თქმა უნდა, ბევრი ოფლის დაღვრა მოგვიწევს.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩი 6 ივლისს სლოვაკეთის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები