Belive

გურამ კაშია: "ბოლო დროს, ჩვენი მენტალიტეტი ძალიან მომწონს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებმა, 25 მარტს, ბოსნიის ქალაქ ზენიცაში გამართულ მატჩში, 2022 წლის პირველი შეხვედრის მოგება მოახერხა. “ჯვაროსნებმა” ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ბუდუ ზივზივაძის ერთადერთი გოლით – 0:1 სძლიეს და მიჯრით მოგებათა სერია ოთხ მატჩამდე გაზარდეს. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეხვედრა შეაფასა და გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.
"ძალიან რთული თამაში გამოვიდა. დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვიყავით. ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი. შეიძლება ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესწილად გოლით ვასრულებთ. ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოვიგეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად არ უწევთ თამაში, გვყავდა დებიუტანტიც და ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება. დღეს ორიენტირებულები ვიყავით თამაშის მოგებაზე და დისციპლინის დაცვაზე. კარგად გავართვით თავი ახალ სისტემას, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩემი კაპიტნის სამკლავურით, მთელმა გუნდმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს", - თქვა გურამ კაშიამ.
საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, ალბანეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები