Belive

გურამ კაშია: "ძალები უნდა აღვიდგინოთ, რათა მე-4 თამაშისთვის 100%-ით მზად ვიყოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მესამე შეხვედრა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “ჯვაროსნები” ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრნენ და სკოპიეში გამართულ შეხვედრაში, მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ 0:3 დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ 2 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რევანში აიღო. სკოპიეში გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, "ჯვაროსნების" კაპიტანმა - გურამ კაშიამ, მიღებული ემოციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეოთხე მატჩისთვის ნაკრები 100%-ით მზად უნდა იყოს.
გურამ კაშია: "განვლილი თამაშებიდან იმდენი დადებითი ემოცია მივიღეთ, ალბათ მომდევნო მატჩზეც გაგვყვება. უმთავრესია, აღვიდგინოთ ძალები და მეოთხე თამაშისთვის 100%-ით მზად ვიყოთ, რომ გავიმარჯვოთ. მეოთხე თამაში უნდა იყოს ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი".
შეგახსენებთ, C-დივიზიონის C-ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, “დინამო არენაზე” ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათე დაიწყება და სავსე ტრიბუნების ფონზე, “ჯვაროსნები” 8 მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება, 1 ფრე) გაგრძელებას შეეცდებიან.

სხვა სტატიები