Belive

გურამ კაშია: "კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა, მადლობა ნდობისთვის"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
25 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის პირველ მატჩს გამართავს. "ჯვაროსნები" ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ესტუმრებიან და ქალაქ ზენიცაში ამხანაგური მატჩის ეგიდით დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბოსნიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ. მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 24 მარტს ქალაქ ზენიცაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები