Belive

გურამ კაშია: "ყველა მატჩში ასე უნდა ვითამაშოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში - 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ და "ჯვაროსნების" კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ", - ციტირებს 34 წლის ფეხბურთელის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ანგარიში შეხვედრის წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

სხვა სტატიები