Belive

გურამ კაშია შესაძლოა ყაზახურ გუნდში გადავიდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გურამ კაშიამ შესაძლოა კარიერა ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. meta-ratings.kz-ის თანახმად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გადაბირებით "ასტანა" დაინტერესდა. გუნდმა ყაზახეთის პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში UEFA-ს კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. როგორც იცით, კაშია 2018 წელს, "ვიტესში" გატარებული ბრწყინვალე სეზონების შემდეგ, MLS-ში, "სან ხოსეს" რიგებში გადავიდა, ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვარს გურამმა, ვაკო ყაზაიშვილთან ერთად, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამჟამად 33 წლის ცენტრალური მცველი თბილისურ "ლოკომიტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზეა, სადაც ფორმის აღდგენას ცდილობს. ყაზახური მედია წერს, რომ კაშიამ აშშ-ში მოიწყინა და "სან ხოსედან" სწორედ ამიტომ, ევროპული კარიერის გასანახლებლად წამოვიდა.

სხვა სტატიები