Belive

გურამ კაშიას შეძენით თურქული გუნდი დაინტერესდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, გურამ კაშიას შეძენით თურქეთის სუპერლიგის გუნდი დაინტერესდა. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ქართველი "მალატიასპორს" სურს. აღნიშნულმა გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს კაშიამ "ვიტესი" 8-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და MLS-ში გადაბარგდა.

სხვა სტატიები